ISO 9001 სერტიფიცირება

სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასებისა და აკრედიტაციის საბჭო არის დამოუკიდებელი სერტიფიცირების ორგანო, რომელიც ადგენს სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის ISO 9001 სტანდარტთან შესაბამისობას.

გეოგრაფიული არეალი

ვისთვის არის სერტიფიცირება?

საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება.

ISO 9001 · ISO/IEC 17021-1

აუდიტის პროცესი

აუდიტის პროცესი მოიცავს ორეტაპიან საწყის აუდიტს (სტადია 1 და სტადია 2), ყოველწლიურ ზედამხედველობის (საკონტროლო) აუდიტებს და რესერტიფიცირების აუდიტს, სამწლიანი სერტიფიცირების ციკლის დასრულებისას. პროცესი ეფუძნება ISO 9001 და ISO/IEC 17021-1 სტანდარტების მოთხოვნებს.

სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას (მინიჭება, განახლება, შეჩერება, აღდგენა, გაუქმება ან სფეროს გაფართოება/შემცირება) იღებს დამოუკიდებელი უფლებამოსილი პირი (საოპერაციო დირექტორი), რომელიც არ მონაწილეობს აუდიტის პროცესში.

მენეჯმენტის სისტემის სერტიფიცირების პროცესი

  1. 01
    განაცხადის მიღება და რეგისტრაცია
  2. 02
    განაცხადის დამუშავება და ანალიზი
  3. 03
    აუდიტის პროგრამის შემუშავება და ვადების განსაზღვრა
  4. 04
    ხელშეკრულების გაფორმება
  5. 05
    პირველი ეტაპის აუდიტი (Stage 1 Audit)
  6. 06
    მეორე ეტაპის აუდიტი (Stage 2 Audit)
  7. 07
    აუდიტის ანგარიშის მომზადება და შეუსაბამობების მართვა
  8. 08
    სერტიფიცირების შესახებ გადაწყვეტილება
  9. 09
    სერტიფიკატის გაცემა

სერტიფიცირების განაცხადის მიღება ხდება ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

info@hqaci.com

სერტიფიცირების ნიშნების გამოყენების წესი

სერტიფიცირებული კლიენტები ვალდებულნი არიან გამოიყენონ HQACI-ის სერტიფიცირების ნიშანი და აკრედიტაციის სიმბოლო დადგენილი წესების შესაბამისად.

საჩივრების მიღება და აპელაცია

სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს საჩივრებისა და აპელაციების მიღების, გამოკვლევისა და ობიექტური განხილვის დოკუმენტირებულ პროცესს. დაინტერესებული პირის საჩივრების და აპელაციების მიღება ხდება ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

info@hqaci.com

მიუკერძოებლობის პოლიტიკა

HQACI აცნობიერებს მიუკერძოებლობის მნიშვნელობას მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირებაში, აქტიურად მართავს ინტერესთა კონფლიქტის რისკებს და უზრუნველყოფს ყველა გადაწყვეტილების ობიექტურობას, ფინანსური თუ კომერციული ზეწოლის გარეშე.