სიახლეები
16 მაისი, 2026

AACI-მ და HQACI-მ ჯანდაცვის აკრედიტაციის სფეროში თანამშრომლობა დაიწყეს.

Trouble playing the video? Download it here

თბილისი — AACI America LLC-მა და ჯანდაცვის ხარისხის შეფასებისა და აკრედიტაციის საერთაშორისო საბჭომ (HQACI) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამედიცინო ორგანიზაციების აკრედიტაციისა და კლინიკური სერტიფიცირების მიმართულებით ერთობლივ საქმიანობას ეხება.

შეთანხმება ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული აკრედიტაციის სისტემების განვითარებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა უსაფრთხოების გაძლიერებას.

თანამშრომლობა მოიცავს სამედიცინო პერსონალის ტრენინგსა და კვალიფიკაციის ამაღლებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გაცვლას, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელებას, აკრედიტაციისა და ხარისხის კულტურის გაძლიერებას.

მემორანდუმის ფარგლებში HQACI მონაწილეობას მიიღებს ევროპული ჰოსპიტლების აკრედიტაციაში და ჩაერთვება AACI-სთან ერთობლივ სატრენინგო პროგრამებში.

აღსანიშნავია, რომ HQACI-მ საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და უკვე შეაფასა ხუთი კლინიკა საქართველოში, ხოლო სამმა კლინიკამ HQACI-ის აკრედიტაცია უკვე მიიღო.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: კრესო ა. პალისკამ, AACI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO), და ნინო დეკანოიძემ, HQACI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა (CEO).

მხარეების შეფასებით, ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის სისტემების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის ზრდას.

AACI-ის CEO-ის განცხადება: „ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონში საერთაშორისო გამოცდილების გაცვლას.“

HQACI-ის CEO-ის განცხადება: „ჩვენი მიზანია საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემის განვითარება.“

მხარეები გეგმავენ უახლოეს მომავალში ერთობლივი პროგრამების გაშვებას.